19:37 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 17:35:26, 658 ნახვა

ეკონომიკა
ხუციშვილი - მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლებელი გახადა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური ფისკალური კონსოლიდაცია

​მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო სამ წელიწადში შესაძლებელი გახადა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური ფისკალური კონსოლიდაცია. 2020-2023 წლებში ბიუჯეტის დეფიციტი 9.3-დან მშპ-ის 2.5, ხოლო მთავრობის ვალი 60,2-დან 39,5 პროცენტამდე შემცირდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილის თქმით, ფისკალური კონსოლიდაცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდება, რაც ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას.

„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ მთავრობის ვალი უკვე უსაფრთხო დონეს დაუბრუნდა. ვალის მართვის მხრივ ჩვენი პრიორიტეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ის ფარგლებში შენარჩუნება და პორტფელის დივერსიფიცირება. მოგეხსენებათ, ისტორიულად მთავრობის ვალის 80% საგარეო წყაროებიდან იყო მოზიდული უცხოურ ვალუტაში. ბოლო წლებში, ჩვენ ეს მაჩვენებელი 72 პროცენტამდე შევამცირეთ. ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ გავაგრძელებთ შიდა ვალის წილის ზრდას. გაგრძელდება შიდა ბაზარზე ბენჩმარკ ფასიანი ქაღალდების განვითარება, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენი მიზანია საერთაშორისო ინდექსებში ჩართვა, რაც აამაღლებს ჩვენი ბაზრის საერთაშორისო ცნობადობას და ხელს შეუწყობს არარეზიდენტი ინვესტორების მოზიდვას", - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური მდგრადობის ზრდის, საგარეო მოწყვლადობის შემცირების, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და მმართველობის მაღალი ხარისხის ფონზე, მთავრობის მიზანია, შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ტენდენცია, რაც საშუალოვადიან პერიოდში შესაძლებელს გახდის საინვესტიციო რეიტინგის (BBB-/Baa3) მიღწევას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics