03:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-30 17:42:29, 1212 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში“ მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები და კონსულტაციები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს დეპუტატები მეტეხისა და ქვემო გომის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ექვსი სოფლის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

„შეხვედრებზე გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული საკითხები - შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, სკვერების, სპორტული მოედნებისა და გარე განათების მოწყობა.

კასპის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 950 000 ლარია გამოყოფილი",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics