14:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 16:06:17, 1062 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე „ჯეო ჰოსპიტალში“ ჩატარდა.

ბრალდებული უკვე კონტაქტურია, თუმცა კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

როგორც კი მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება, სამართალდამცველები მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, მკვლელობა 9 იანვარს, თბილისში მოხდა. ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობით 27 წლის ქალი ინგორყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics