|
2023-12-08 12:55:57, 1002 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „გრიინ საიდმა“ გონიოში 4 ვარსკვლავიანი აპარტ ოტელი გახსნა
"საქართველოს ბანკი", ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, “გრიინ საიდმა“ გონიოში 4 ვარსკვლავიანი აპარტ ოტელი გახსნა. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ დოლარს შეადგენს, სადაც "საქართველოს ბანკის" ინვესტიცია 3.78 მლნ. დოლარია. აპარტ ოტელი აერთიანებს სხვადასხვა კატეგორიის ნომრებს, გასართობ და სარელაქსაციო სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, სპორტ დარბაზს, რესტორანსა და ღია ტერასას. სასტუმროს მთლიანი ფართობი 4401 კვმ.მ - ია, სადაც 3 500 კვ.მ - ზე სარეკრეაციო ზონაა, ხოლო 1 600 კვ.მ-ზე საპარკინგე სივრცე მოეწყო. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით არის აშენებული. „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ პრიორიტეტს რეგიონებში ტურიზმისა და მასპინძლობის მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან თანამშრომლობით „გრიინ საიდმა“ გონიოში, ახალი აპარტ ოტელი გახსნა. მსგავსი მაღალი კლასის აპარტ ოტელის მშენებლობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი თანამშრომლობა, "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, კომპანიამ ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ უბანში, პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი კორპუსი უკვე ააშენა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების ხელშეწყობას",- განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი გალოგრემ.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)