|
2023-11-24 19:06:19, 929 ნახვა
ეკონომიკა
ფინანასთა სამინისტრო - გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირთან ერთად მხარს უჭერენ მწვანე მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს საქართველოში
საქართველოს მწვანე მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას (EUD) შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის ცვლილებას (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა) „მულტინაციონალური და საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოსთან“. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, საქართველოში შერაზ გასრიმ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა, KfW-ს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ვერონიკა გარსია დელ არკომ, KfW-ს თბილისის ოფისის ენერგეტიკის სექტორის დირექტორმა, ბოდო შმულინგმა, AFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ფანი დელფიმ. „ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰეიკე ბაკოფენ-ვარნეკე, აგრეთვე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი. ცვლილებები ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით, მათ შორისაა, განახლებადი ენერგიის სექტორის მხარდაჭერა, მწვანე წყალბადის გამოყენების დაწყება, გარდამავალ პერიოდში სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა, კლიმატის მდგრადობა, ჰაერის ხარისხი, ნარჩენების მართვა და სხვა. როგორც აღინიშნა, პარტნიორების მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)