|
2023-11-21 10:38:39, 1209 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით აკორდ დეველოპმენტი საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, საცხოვრებელ კომპლექსს აკორდ დეველოპმენტი აშენებს. ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 1.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საცხოვრებელი კომპლექსი 1200 კვადრატულ მეტრზე, უნივერსიტეტის #6-ში გაშენდება. კომპლექსი მყუდრო საცხოვრებელ სივრცეს ქმნის და მოიცავს 14 სართულიან კომპლექსს, ორსართულიანი პარკინგით, სადაც 4 სართულზე განთავსდება ბიზნესცენტრი და 8 სართული დაეთმობა საცხოვრებელ სივრცეებს. აკორდში გათვალისწინებულია კონსიერჟის სერვისი და დაცვის სამსახური 24/7-ზე, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა გამწვანებული ეზოთი, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნით. კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში სრულდება და მობინადრეებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებული იპოთეკური სესხით სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ. “აკორდ დეველოპმენტი 2022 წლიდან ოპერირებს ქართულ დეველოპერულ ბაზარზე და სტაბილური, სანდო კომპანიის რეპუტაციით ვსარგებლობთ, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მშენებლობას. კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად მრავალი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ჩვენი კომპლექსის მშენებლობის მთავარ უპირატესობებს ენერგოეფექტური სამშენებლო და სარემონტო მასალები წარმოადგენს. მაღალი ხარისხის ხმის იზოლაცია კი გარანტირებულია კომპლექსის ყველა ბინაში“, - ამბობს აკორდ დეველოპმენტის დირექტორი, ბექა ჟვანია. „ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ბიზნეს გარემოზე", - აცხადებს ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)