11:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 17:53:57, 2118 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვის პლაცდარმად გამოყენება - ინიციატივა უკრაინის ხელშია

რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვის თავის პლაცდარმად გამოყენება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური კოოპერაციის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოახერხა ინიციატივის ხელში ჩაგდება და მტრის დაბნეულობა სამხედრო გემების დამალვის მცდელობაში გამოიხატება.

"პირველად შავ ზღვაში ოპერირება დაიწყო საზღვაო დრონების ფლოტმა - უკრაინის ფლოტმა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ოპერაციის მთავარ შედეგს, რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვა გამოიყენოს როგორც პლაცდარმი მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის. 

ახლა, ისე როგორც არასდროს, ნათელია რომ ჩვენი კოოპერაცია შავი ზღვის რეგიონში მხოლოდ უნდა გაიზარდოს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics