|
2023-11-16 15:15:29, 1099 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილსა და კადრი სიმსონს შორის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატის შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პირველი ენერგეტიკული დიალოგი დაიწყო. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა დიალოგის ფორმატში პირველი შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. როგორც აღინიშნა, ევროკავშირისა და საქართველოს მაღალი დონის ენერგეტიკულ დიალოგის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარ კადრი სიმსონსს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ახლა საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით გადამწყვეტი ეტაპია არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სფეროშიც. „ეს გადაწყვეტილება ჩვენი საერთო ღირებულებების, გამძლეობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ურყევი ერთგულების დასტურია. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და, ასევე, მდიდარი ენერგეტიკული რესურსები გვაქცევს მნიშვნელოვან აქტორად რეგიონულ ენერგეტიკულ ლანდშაფტში. მზად ვართ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ევროკავშირის ამბიციური ენერგეტიკული მიზნებისა და ევროპის მწვანე შეთანხმებასთან შემდგომი თანხვედრისთვის", - განაცხადა დავითაშვილმა. მაღალი დონის პირველ ენერგეტიკული დიალოგის დაწყებას წინ უძღოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ენერგეტიკული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ენერგოპოლიტიკის, ასევე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დახვეწის მიმართულებით. დღეს შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგოსექტორში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების, დაკავშირებადობის განვითარებისა და საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე თუ დაგეგმილი რეფორმების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარების საკითხების გარშემო. ასევე საუბარი შეეხო მსხვილ, მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტზე. „საერთო ენერგეტიკული მომავლის ქვაკუთხედია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის ინოვაციური პროექტი. ეს ინიციატივა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ინფრასტრუქტურის განვითარება; ეს არის ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციისა და ურთიერთდაკავშირებულობის სიმბოლო. საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელთან უშუალო დაკავშირებით, ეს კაბელი არა მხოლოდ გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და მრავალფეროვნებას, არამედ იქნება განახლებადი ენერგიის გაცვლის არხი და ჩვენი რეგიონის უფრო გამძლე, მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი", - აღნიშნა დავითაშვილმა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფარგლებში წარმოებული თემატური დისკუსიების ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგოსექტორში კიდევ უფრო დაახლოებას და თანამშრომლობის გაღრმავებას. დღესვე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ევროკომისარი კადრი სიმსონი ქართლის ქარის ელექტროსადგურს დაათვალიერებენ, პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)