|
2023-11-16 10:34:48, 1047 ნახვა
ეკონომიკა
2023 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკი საქართველოში - ბაზისბანკი Global Finance-ის რჩეული გახდა
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ს ყოველწლიურ საერთაშორისო დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი საქართველოში 2023 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო ბაზისბანკის ზრდას, ლიდერობას და კორპორატიულ საბანკო სექტორში მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების მიწოდებას ადასტურებს. Global Finance-ის დაჯილდოებაზე წარმატება ნათელი დადასტურებაა, რომ ბაზისბანკი გამორჩეული და ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში. ბაზისბანკი 2023 წელსაც დინამიურად განვითარდა და იურიდიული პირების დაკრედიტებით ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში პოზიციონირებს. „ბაზისბანკი რეგიონის ფინანსურ ინდუსტრიაში კორპორატიული საბანკო გადაწყვეტების შეთავაზებაში ერთ-ერთი წამყვანი ბანკია. მისი ფუნქციური, გუნდური ორგანიზაციული სტრუქტურა ხაზს უსვამს მომხმარებლის ინტეგრირებულ გამოცდილებას, რომელიც შემდგომ მის მოქნილ და ძლიერ სამუშაო პროცესში აისახება, სადაც სისწრაფე და ეფექტურობა პრიორიტეტულია. ბაზისბანკმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა, რითიც გაიმყარა საბანკო სფეროში ლიდერის პოზიცია. ეს ზრდა უზრუნველყოფს ბანკის მიერ ბიზნესის მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებას, მათზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების დანერგვით. ბანკის მნიშვნელოვანი ნაბიჯები კორპორატიულ საბანკო საქმეში ნამდვილად გამოარჩევს მას”,- აცხადებს Global Banking & Finance Review-ის რედაქტორი ვანდა რიჩი. „ბაზისბანკისთვის საამაყოა მსგავსი საერთაშორისო აღიარება. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომის და მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების დადასტურებას. ჩვენ საბანკო სფეროში წარმატებული მოღვაწეობის 30 წლიანი ისტორია გვაქვს, რომლის თითოეულ ეტაპზე მუდმივად ზრდასა და განვითარებაზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენს ერთ-ერთ უპირატესობას ლოიალური პარტნიორები წარმოადგენენ, მათი დიდი ნაწილი, ამ დროის განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერით განვითარდა და დღეს ქვეყნის ეკონომიკის უმსხვილესი მოთამაშეები არიან. ბაზისბანკი მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას ქვეყანაში, რომლის ფინანსური მაჩვენებლების დინამიური ზრდა, მისი ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია“, - აცხადებს გიგი გაბუნია, ბაზისბანკის კომერციული დირექტორი. საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად, რასაც გლობალურ ფინანსურ საზოგადოებაში ყოველწლიურად აქვს ადგილი. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)