|
2023-11-10 12:05:34, 1854 ნახვა
სამხედრო
თავდაცვა - „დიდგორი 2023”-ის საველე კომპონენტების სიმულაციური სცენარი ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას ითვალისწინებს
უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წელს სწავლების სცენარი კრიზისულ სიტუაციაში სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწის გარდა, სხვადასხვა უწყებასა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფს შორის ტაქტიკურ დონეზე სინქრონიზაციასა და კოორდინაციის გაღრმავებასაც ითვალისწინებს. „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე კომპონენტს პირველად დაემატა ორფოლოს პოლიგონზე გათამაშებული სწავლება - მოწინააღმდეგის ბლოკირება, სადაც მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა მხარდამჭერ ქვედანაყოფებთან ერთად მოწინააღმდეგის ბლოკირება საბრძოლო სროლებით განახორციელა. სწავლებაში 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული და სატანკო ასეული, 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120 მმ ნაღმტყორცნი, ასევე ბრიგადის ცალკეული დაზვერვის ასეულის ერთი ათეული, საინჟინრო ასეულის ერთი ათეული, ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის ერთი გათვლა და ეროვნული გვარდიის რეზერვი მონაწილეობდნენ. უწყებათშორისი სწავლება წელს მეცხრედ ტარდება. სწავლების მიზანს კრიზისული სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა წარმოადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)