|
2023-11-08 15:07:00, 780 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში კონფერენცია „შექმნის თუ არა რესურსეფექტურობა ბიზნესის წარმატების საფუძველს საქართველოში“ გაიმართა
7-8 ნოემბერს, თბილისში, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ორგანიზებით, კონფერენცია „შექმნის თუ არა რესურსეფექტურობა ბიზნესის წარმატების საფუძველს საქართველოში“ გაიმართა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა გახსნეს. „ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების როგორც ენერგოეფექტურობის, ასევე ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, რაც მდგრადი განვითარების წინაპირობაა. ის რეგლამენტები და რეგულაციები, რომლებიც საქართველომ უკვე მიიღო, ქმნის საფუძველს, საქართველოში მწვანე ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავებაზე, რის შემდგომაც მომზადდება სტრატეგია, პროგრამები და ღონისძიებები, რომლებიც სრულად მოიცავს ყველა მიმართულებას, რაც სჭირდება ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას, პირველ რიგში კი, ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებას. მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების ცნობიერება ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაზრდილია. უკვე არსებობს პროცესებში აქტიურად ჩართვის მზაობა როგორც ბიზნესის, ასევე მოქალაქეების მხრიდან, რაც ნამდვილად რეალურ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში, მოხსენებები გაკეთდა საქართველოში სამრეწველო საწარმოების ეროვნული შესაძლებლობების განვითარების, ბიზნესში რესურსების დაზოგვისა და წარმოების უფრო მწვანე მეთოდების გამოყენების, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების, ეკოინოვაციისა და ეკოეტიკეტების ხელშეწყობის, ნარჩენების მართვის და სხვა არაერთ საკითხზე. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებაში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, სამრეწველო საწარმოების, ბიზნესის და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კონფერენცია ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროგრამის - EU4Environment ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეინარჩუნონ ბუნებრივი კაპიტალი და გაზარდონ ადამიანების გარემოსდაცვითი კეთილდღეობა. EU4Environment-ს ახორციელებს ხუთი პარტნიორი ორგანიზაცია: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE), გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მსოფლიო ბანკი. განხორციელების პერიოდი: 2019-2024 წ.წ, ბიუჯეტი: 20 მლნ ევრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)