02:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 10:26:51, 1015 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში Starlink ჩაირთო

"Starlink უკვე საქართველოშია ხელმისაწვდომი" ამის შესახებ, ბიზნესმენმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X - ში დაწერა.

მასკმა ასევე გააზიარა კომპანის ვებ-გვერდი სადაც სერვისის მიმღებებს შორის საქართველოცაა მონიშნული. მაღალი ხარისხის ინტერნეტს მომხმარებელი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვერ მიიღებს.

სტანდარტული პაკეტის ღირებულება 160 ლარი იქნება თავად Starlink აპარატის დამონტაჟება 1780 ლარი. 

სტარლინკი მილიარდერი ბიზნესმენის ილონ მასკის პროექტია, რომელსაც მისივე დაფუძნებული კომპანია "სფეის იქსი" ახორციელებს. სტარლინკის მიზანი მაღალსიჩქარიანი და იაფი ინტერნეტით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის დაფარვაა. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ინტერნეტი კონტროლდება, სტარლინკი ინტერნეტის ბარიერების გარეშე მიწოდებას გვპირდება. შედეგად, კომპანია აცხადებს, რომ სულ მალე ისეთ ქვეყნებშიც იქნება წარმოდგილი, როგორიცაა: ავღანეთი, ბელარუსი, კუბა, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა. 

სტარლინკის ინტერნეტის მისაღებად არ არის საჭირო არანაირი მსხვილი ინფრასტრუქტურა. საჭიროა მხოლოდ დენის წყარო და მიმღები მომწყობილობა. შედეგად - იქნებით მწვერვალზე თუ შუა ზღვაში - ყველგან შეგეძლებათ გქონდეთ ინტერნეტი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics