|
2023-10-23 18:23:19, 841 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ტურიზმში ტენდენციები დადებითია - ვიზიტების რაოდენობა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, თითქმის სრულად აღდგა და ზრდა გრძელდება
2023 წლის 9 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის, ტურისტული ვიზიტის რაოდენობა 3 600 000-ზე მეტს შეადგენს, რაც 2019 წლის მონაცემებთან მიმართებაში თითქმის სრული აღდგენაა. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 35.2%-ით არის ასევე გაზრდილი 2022 წელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, სადაც ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესები და სტატისტიკური მაჩვენებლები შეაფასა, განაცხადა, რომ ტურიზმი მოსახლეობის მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება. „ტურიზმი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, ყველაზე ინკლუზიურია, რადგან სექტორში დადებითი ტენდენციები მოსახლეობის მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება ხოლმე. ასევე მნიშვნელოვანია შემოსავლების კუთხით ტურიზმის სტრუქტურაში ხარისხობრივი გაუმჯობესება - ბოლო წლების განმავლობაში შემოსავლები ტურიზმიდან უფრო მეტია, ვიდრე ადრე იყო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ტურიზმის რაოდენობრივი აღდგენაც, რადგან ქვეყანას სჭირდება ტურიზმიდან კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღება, მათ შორის, რეგიონებში. მისივე შეფასებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც არ გვაქვს სრული აღდგენა ან უფრო მეტი ზრდა 2019 წელთან შედარებით, არის რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის, დაკეტილი საზღვრები ტრადიციულ ბაზრებთან და ა.შ. „ტენდენციები ნამდვილად დადებითია, ეს მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ჩვენ გვაქვს გამიზნული, კარგად კოორდინირებული პოლიტიკა, მათ შორის ტურიზმის კერძო სექტორთან, ასევე ცნობადობის კამპანიები, მაგალითად, „აითიბი ბერლინი," რომელიც ჩატარდა ძალიან წარმატებით და სხვა მნიშვნელოვანი პლატფორმები, სადაც აქტივობას არ ვანელებთ, პირიქით, უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს მომავალ წლებში" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის I-III კვარტალში საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია. 9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)