|
2023-10-23 14:55:28, 836 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო შემოდინებები ნორმალიზდება
რეკორდულად მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებების პერიოდი, როგორც ჩანს, მართლაც გასულია. ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ინარჩუნებს შეფასებას, რომ ადგილი უფრო ნორმალიზებას აქვს, ვიდრე ვარდნას. კერძოდ, საქონლით ექსპორტ-იმპორტის, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებელის მშპ-სთან ფარდობა მართალია შემცირებულია, თუმცა, წინა წლების გადასახედიდან, კვლავ მაღალ დონეზეა. სხვა უახლესი მაკროეკონომიკური პარამეტრების მხრივ, საყურადღებოა, რომ 17 ოქტომბრის მდგომარეობით, „თიბისის“ არხებით საბარათე ანგარიშსწორებაზე დაყრდნობით, უკვე გამოიკვეთა ისრაელიდან ტურისტული შემოდინებების შემცირება. თუმცა, ამავე პერიოდში, ჯამური ტურისტული შემოდინებები, სექტემბერთან შედარებით სეზონურობის გათვალისწინებით, პირიქით მზარდია. ისრაელიდან გზავნილების მხრივ, როგორც მოსალოდნელი იყო, ნეგატიური ტენდენცია საერთოდ არ იკვეთება. ამასთან, ზომიერი შემცირება ჩანს მიგრაციის კუთხით, რაც „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისობაშია. გასული კვირა, ასევე საყურადღებო იყო სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების კუთხითაც. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში არაერთ შემთხვევაში შემოსავალი უცხოურ ვალუტაშია, სავალუტო დაკრედიტების შეზღუდვის 300 000 ლარამდე ზრდასთან ერთად, ე.წ. ჰეჯირებული მსესხებლებისათვის შესაბამის ვალუტაში სესხის აღების შესაძლებლობა მარეგულირებელ ჩარჩოს უფრო მორგებულს ხდის, რადგანაც ასეთ შემთხვევებში ლარში სესხი არა მხოლოდ უფრო ძვირი, არამედ უფრო რისკიანიცაა. გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)