|
2023-10-04 21:06:36, 840 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორის განვითარებისთვის ბევრი გეგმა და ამოცანა გვაქვს
ბევრი გეგმა და ამოცანა გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას, ვინაიდან ამ სექტორში დიდი პოტენციალი და პერსპექტივა გვაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი კონკრეტული პროექტების სახით რეალიზდება. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ინოვაციების საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დღემდე დაფინანსებულია გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. საგრანტო დაფინანსების ოდენობა შეადგენს 35 მილიონ ლარს, რომლის შედეგადაც ბენეფიციარებმა დააგენერირეს 120 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი, მოიზიდეს 300 მილიონ ლარამდე კერძო ინვესტიცია და შექმნეს 3,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. „2023 წლიდან დაინერგა ახალი პროგრამა „ინოვაციური გრანტები რეგიონებისთვის," რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად, საქართველოს თერთმეტ რეგიონში დაფინანსდება 40 სტარტაპი. 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, უკვე დაფინანსებულია 21 სტარტაპი და წლის ბოლომდე, ჯამურად კიდევ 19 სტარტაპი დაფინანსდება სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო-ქართლის რეგიონებში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობის ინიციატივით, წელს დამატებით 5,000 IT სპეციალისტის მომზადება დაიწყება, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით განათლებას საბაზისო საფეხურიდან მიიღებენ. როგორც ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიმდინარე წელს პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში გადამზადებულია 130-მდე ბენეფიციარი სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი, საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის გადამზადდა 3,000-ზე მეტი IT სპეციალისტი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კი მათი რაოდენობა 4,000-მდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ „500" აქსელერაციის პროგრამის შედეგად, 2022 წელს, საქართველოში შეიქმნა პირველი კერძო ვენჩერული ფონდი 20 მლნ. დოლარის კაპიტალით. აღნიშნული ფონდის მიერ, 12 სტარტაპში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. „ამ ეტაპისთვის 90-მდე საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს საქართველოში, მათ შორის, ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, როგორიც არის Rakuten (Viber), Epam, Lineate, Exadel და სხვა. ეს კომპანიები საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ, ქმნიან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ასაქმებენ ათასობით ჩვენს მოქალაქეს, ხელს უწყობენ IT ტალანტების შემოდინებას და გზას უხსნიან სხვა კომპანიების შემოსვლას ქვეყანაში. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო სწრაფად და წარმატებულად ჩნდება გლობალური ინოვაციების რუკაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)