|
2023-09-15 10:02:59, 1098 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკის ბიზნესფორუმი გახსნა
თბილისში საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, პეტრ ჰლადიკმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ გახსნეს. „საქართველო ჩეხეთის რესპუბლიკასთან, მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. მით უმეტეს დღეს, როდესაც საქართველო იმყოფება ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ევროკავშირის მხრიდან. გამომდინარე აქედან, ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა, ამ პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სახელმწიფო უწყებებს შორის პარტნიორობის გაძლიერების პარალელურად, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გაღრმავდეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის. ვფიქრობ, დღევანდელი ბიზნესფორუმი, მინისტრის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი დელეგაციის საქართველოში ვიზიტი, კარგი შესაძლებლობაა საფუძველი ჩაეყაროს როგორც სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას და ინვესტიციების მოზიდვას, ასევე პრიორიტეტული მიმართულებებით სამინისტროებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, პეტრ ჰლადიკმა ბიზნესფორუმის გახსნაზე აღნიშნა, რომ საქართველო ჩეხეთის რესპუბლიკისთვის სტრატეგიული პარტნიორია - მრავალი წელია, ორ ქვეყანას შორის არსებობს თანამშრომლობა და პარტნიორული ურთიერთობები, რომელთა გაღრმავება მნიშვნელოვანი იქნება ორივე მხარისთვის. „ჩვენ მივესალმებით საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. ეს გზა ჩვენც გავიარეთ და ვიცით, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით, იქნება ეს ნარჩენების მართვა, წყლის ხარისხის უზრუნველყოფა, ცირკულარული ეკონომიკის განვითარება თუ სხვა. ჩეხი ბიზნესმენები საქართველოში უკვე საქმიანობენ სხვადასხვა მიმართულებით. საქართველო ჩვენთვის ახალი ბაზარი არ არის, მაგრამ გვსურს უფრო მეტად ინტენსიური გახდეს ურთიერთობები. ამიტომ ჩვენ საქართველოში ჩამოვიყვანეთ ჩეხი ბიზნესმენების საკმაოდ ძლიერი გუნდი და ვფიქრობ, ეს ფორუმი შედეგიანი იქნება“, - აღნიშნა პეტრ ჰლადიკმა. ბიზნესფორუმს გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულების ჩეხი და ქართველი ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩეხეთის მხრიდან წარმოდგენილი იყვნენ გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების, წარმოების ინდუსტრიის, ელექტრონული ნარჩენების გადამუშავების, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, IT ტექნოლოგიების, საკანალიზაციო სისტემების, ჰაერის კონდიცირების,ზეთის, გაზისა და წყლის ინდუსტრიის, ნარჩენების მართვის და სხვა მიმართულების ბიზნესის წარმომადგენლები. ბიზნესფორუმი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)