|
2023-08-29 14:54:49, 914 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ისევ მაღალი სავალუტო ინტერვენციები
ივლისში სებ-მა 278.5 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ეს ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და ასევე, მთლიანობაში, თვის განმავლობაში გაუმჯობესებული სენტიმენტების შედეგია. ეს უკანასკნელი, წინა თვესთან შედარებით, ლარის დეპოზიტებისა და უცხოური ვალუტის სესხების მეტ ზრდაში აისახება, რაც სავალუტო ბაზარზე ერთდროულად ლარზე მოთხოვნასა და დოლარის მიწოდებას განაპირობებს. მიუხედავად ამისა, „თიბისი კაპიტალის“ შეფასება, რომ სამომავლოდ ლარის გამყარება ნაკლებალბათურია, კვლავ ძალაშია. წინა კვირაში გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა ივლისის ექსპორტისა და იმპორტის დეტალური ჩაშლა. თვალსაჩინოა, რომ წლიური ზრდის შემცირებაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების კლებამ არსებითი როლი შეასრულა. ამასთან, აღსანიშნავია საინვესტიციო იმპორტის კვლავ მზარდი დინამიკა, რაც მიმდინარე წლებში მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი ტენდენციაა. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)