15:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 14:19:52, 1337 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო - რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,- აღნიშნულის შესახებ უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნოელ კალჰუნმა განაცხადა.

გაეროს ადმიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 500-ზე მეტი ბავშვია.

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ საშინელ ეტაპს ომში, რომელიც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში საშინელ დანაკარგებს იწვევს“,- განაცხადა კალჰუნმა.

გაეროს წარმომადგენლის თქმითვე, მაისსა და ივნისში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც წლის პირველ ოთხ თვეში დაღუპულთა რიცხვი შედარებით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ადმიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა დადასტურებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics