|
2023-06-30 10:43:49, 1074 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ და სტარტაპ გრაინდმა SVB Capital-ის თანადამფუძნებელთან, არონ გერშენბერგთან შეხვედრა გამართეს
„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას და დამწყები ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და სტარტაპ გრაინდის ინიციატივით, „ქორთიარდ მარიოტში“ SVB Capital-ის თანადამფუძნებელთან, არონ გერშენბერგთან (Aaron Gershenberg) შეხვედრა გაიმართა. SVB Capital მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) კომპანიაა, რომელიც გლობალურად ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციას ახორციელებს. ორგანიზაციისგან მიღებული დაფინანსების შედეგად კი ტექ კომპანიებმა სწრაფად მოახდინეს ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირება. შეხვედრის ფარგლებში არონ გერშენბერგმა კორპორაციებისთვის ინოვაციურ ეკონომიკაზე წვდომის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, შესაბამისად, დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო დონის წამყვანი ინვესტორისგან მიეღო რჩევები მათთვის საინტერესო საკითხებზე. „საქართველოს ბანკი“, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ბანკი საქართველოში, მიზნად ისახავს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია დამწყები ბიზნესების გაძლიერებისკენ და ამასთან, საქართველოს, როგორც სტარტაპების ჰაბად პოზიციონირებისკენ. ჩვენ სტარტაპ გრაინდთან ერთად უკვე მრავალი წელია ვახორციელებთ სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც ქართული ტექ ბიზნესების საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორებისა და ინდუსტრიის ექსპერტების ქსელში ინტეგრაციას ისახავს მიზნად. სტარტაპ გრაინდთან ერთად, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას სტარტაპებისთვის, ჰქონდეთ წვდომა მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან, დარგის გლობალურ ექსპერტებთან და პროფესიონალებთან, რათა გაიზიარონ ცოდნა და გამოცდილება, მოიპოვონ დაფინანსება და აღმოაჩინონ განვითარების ახალი შესაძლებლობები, რაც მომავალში მათ ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნეთვორქინგის სესიის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეები არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ სტარტაპ გრაინდის მიერ მოწვეულ ინვესტორებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს, რამაც შესაძლებლობა მისცა მათ, დაემყარებინათ ახალი და პოტენციური საქმიანი კავშირები. ინფორმაციისთვის, არონ გერშენბერგი SVB Capital-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ის სპეციალიზდება გლობალურად ვენჩურული კაპიტალის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასებაში, ასევე ქმნის უნიკალურ ღირებულებით შეთავაზებებს იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ, ინოვაციურ ეკონომიკაში ჩართვა. SVB Capital მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია, ინვესტიციას ახორციელებს ინოვაციურ ეკონომიკაში. SVB Capital-ის აქტივები 9.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები მრავალ, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მოქმედ სტარტაპს დაეხმარა ზრდასა და განვითარებაში. მათი პორტფოლიო მოიცავს 700-ზე მეტ Unicorn-სა და 60-ზე მეტ Decacorns-ს.
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)