|
2023-06-14 17:03:37, 981 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - სკანდინავიის ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაცია მიმდინარეობს
აჭარის პოპულარიზაცია სკანდინავიის ქვეყნებში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფრომაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგიონისა და ზოგადად, საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით წელს, პირველად მოეწყო პრეზენტაციები დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში, რომელსაც ადგილობრივი მსხვილი ტურისტული კომპანებისა და ბიზნეს ორგანიზების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "ღონისძიებების ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა B2B ფორმატის შეხვედრები, სადაც ქართველმა და სკანდინავიელმა ტუროპერატორებმა ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებისა და ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში გამართული პრეზენტაციების ორგანიზებაში ჩართული იყო საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დანიის სამეფოში. სკანდინავიის ქვეყნები აჭარისთვის ახალ სამიზნე ქვეყნებს წარმოადგენს, სადაც რეგიონისა და ზოგადად ქვეყნის ცნობადობის გაზრდა იგეგმება. სკანდინავიელი ტურისტები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან და ბევრს მოგზაურობენ. საქართველოში მათი მოგზაურობის სტიმულირებისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრესინფოტურებისა და სხვა მასტიმულირებელი ღონისძიებების ორგანიზებას გეგმავს", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)