11:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 11:25:00, 1148 ნახვა

ეკონომიკა
სამარყანდში გამართულ ფორუმზე „თიბისიმ“ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო

EBRD-ის მიერ უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში გამართულ საერთაშორისო რეგიონულ ფორუმზე, სადაც "თიბისი ჯგუფი" ფართო შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, "თიბისი ბანკმა" რამდენიმე ჯილდო მიიღო, რაც სხვადასხვა მიმართულებით "თიბისის" პროგრესის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

"თიბისიმ" EBRD Annual Sustainability Awards-ის ვერცხლის ჯილდო მოიპოვა იმ გამორჩეული საქმიანობისთვის, რასაც ბანკი მდგრადი განვითარების მიმართულებით ახორციელებს. EBRD აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებში "თიბისი" წამყვანი მაგალითია ქვეყანაში.

ფორუმის ფარგლებში, EBRD-იმ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, "თიბისი" კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში.

აღნიშნული ჯილდო "თიბისიმ" უკვე მეცხრედ მიიღო. "თიბისიმ" აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის - TFP-ის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა.

ღონისძიებაზე EBRD-იმ "თიბისის" მეორე - წლის ტრანზაქციის ჯილდოც გადასცა, ყველა იმ ქვეყნის მასშტაბით, სადაც EBRD ოპერირებს. აღნიშნული ჯილდო "თიბისიმ", Armswissbank-თან ერთად და EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, საერთაშორისო ფაქტორინგული ტრანზაქციის განხორციელებისთვის მიიღო, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობით, მსოფლიოში პირველად შესრულებული ფაქტორინგული ტრანზაქცია იყო.

2022 წელს "თიბისისა" და Armswissbank-ის მიერ, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელებულმა ტრანზაქციამ, შოკოლადის ადგილობრივი წარმოების მიზნით, ქართული სადისტრიბუციო კომპანიის მიერ, სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტი უზრუნველყო.   

"თიბისი", ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ქვეყნის ბაზრის ლიდერია. "თიბისის" ვაჭრობის დაფინანსების პორტფელი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს და 1000-ზე მეტ მსხვილ, მცირე თუ საშუალო ბიზნესსა და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics