18:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 11:18:33, 924 ნახვა

სამართალი
კუპატაძე - 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული - დღის ბოლომდე მათი რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები, რომელთა ფარგლებშიც, 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული.

როგორც კუპატაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დაკავებულთა შორის როგორც მამაკაცები, ასევე ქალები არიან.

"სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. ფონიჭალაში დაკავებულია 6 ნარკორეალიზატორი. სხვადასხვა დიდ ქალაქებში გრძელდება ღონისძიებები. დღის ბოლომდე დაკავებულთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. დაკავებულები არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. დაკავებულებს შორის არასრუწლოვნები არ ფიგურირებენ. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ფიგურირებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები",- განაცხადა კუპატაძემ.

მისივე თქმით, საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics