18:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 10:39:13, 1453 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 18-ვე რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 18-ვე რაკეტა ჩამოაგდეს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს. 

ზალუჟნის თქმით, ჩამოგდებული 18 რაკეტიდან, 6 "კინჟალის" აერობალისტიკური რაკეტა, 9 კალიბრის ფრთოსანი რაკეტა და 3 სახმელეთო რაკეტა (S-400, Iskander-M) იყო.

"უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ 16 მაისის ღამეს, რუსებმა უკრაინას შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 18 რაკეტითა და "შაჰიდის" დრონებით. უწყების ცნობით, ყველა რაკეტა უკრაინის დამცველებმა ჩამოაგდეს.

"16 მაისს, დაახლოებით, 03:30 საათზე რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთის მიმართულებებიდან შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 18 რაკეტით, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო.

ექვსმა MiG-31K -ის თვითმფრინავმა გაისროლა ექვსი "კინჟალის" აერობალისტიკური რაკეტა, ცხრა კალიბრის ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვის გემებიდან და სამი სახმელეთო რაკეტა (S-400, Iskander-M).

18-ვე რაკეტა განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მიერ",- წერს ზალუჟნი.

მისივე თქმით, გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას "შაჰიდ" 136/131 ტიპის დრონებით შეუტიეს და ჩაატარეს დაზვერვა 3 უპილოტო აპარატით. 

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გასულ ღამეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტეს. რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა შენობა და რამდენიმე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა სულ მცირე 3 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics