18:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 22:21:45, 1394 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი კონტრშეტევაზე - თქვენ ამას აუცილებლად ნახავთ და რუსეთი იგრძნობს

მე ვერ გიპასუხებთ [როდის და სად დაიწყება კონტრშეტევები] მაგრამ ამას აუცილებლად ნახავთ და რუსეთი ამას აუცილებლად იგრძნობს, - ამის შესახებ იტალიაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა კონტრშეტევისთვის სერიოზულად და დიდი მოტივაციით ემზადება, აქედან გამომდინარე აუცილებლად გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით. აუცილებლად გადაიდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ვიცი, რომ ჩვენ ყველანი ძალიან მოტივირებული ვართ, არა მხოლოდ ისინი, ვინც ამ გეგმის შესახებ იციან, არამედ ჩვენი ხალხიც. მე ვერ გიპასუხებთ როდის და სად დაიწყება კონტრშეტევები, მაგრამ ამას აუცილებლად ნახავთ და რუსეთი ამას აუცილებლად იგრძნობს", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიას ეწვია, სადაც იტალიის პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics