|
2023-05-05 17:58:50, 1775 ნახვა
სხვადასხვა
Z-კონცერტებზე გამოსული მომღერალი საქართველოში საავტორო ტურნეს აწყობს
მომღერალი და ბლოგერი იაკუტიიდან, ვარია მაქსიმა, გეგმავს „საავტორო ტურის“ ჩატარებას საქართველოში სახელწოდებით „გამარჯობა, საქართველო“. ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ იაკუტიის ომის საწინააღმდეგო აქტივისტმა, რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულმა აიხალ ამოსოვმა განუცხადა. მისი თქმით, ვარია მაქსიმა ცნობილია რუსეთის რეჟიმის პოლიტიკის მხარდაჭერით და უკრაინის ომის მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობით. კონცერტები საქველმოქმედო იყო, მათგან შემოსული მთელი შემოსავალი რუსული არმიის დაფინანსებას მოხმარდა, თქვა ამოსოვმა. ის ვარაუდობს, რომ ქართველი მესაზღვრეები უარს არ იტყვიან მის ქვეყანაში შესვლაზე, მაგრამ ამოსოვი იმედოვნებს, რომ ქართველი აქტივისტები მომღერალს ტურის გამართვას შეუშლიან. ”ის არის ერთ-ერთი პროპაგანდისტი, სახას რესპუბლიკაში (იაკუტია) ეწეოდა პროპაგანდას, ასრულებდა ამ “Z-კონცერტებს” და მოუწოდებდა იაკუტის კაცებს ომში წასულიყვნენ”, - თქვა აქტივისტმა. მომღერლის ინსტაგრამის ექაუნთის მიხედვით, „საავტორო ტურის“ მონაწილეები 6-12 მაისს მოინახულებენ საქართველოს ხუთ „ფერად ქალაქს“, მთებს ყაზბეგში, კახეთსა და ბორჯომში, ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, ციხესიმაგრეებსა და „ათეულ საუკეთესო ლოკაციას“ . მომღერალი, ტურის მონაწილეებთან ერთად, საქართველოში ჩამოსვლას ვლადიკავკაზიდან გეგმავს.
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)