19:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 21:06:17, 1402 ნახვა

სამართალი
სროლა თბილისის ცენტრში, ერთი ადამიანი მოკლულია ორი დაჭრილი

ცოტახნის წინ მკვლელობა თბილისში ვერაზე - გოგებაშვილის ქუჩაზე 1 კაცი მოკლეს, 2 კი დაიჭრეს. ორი დაჭრილიდან ერთ-ერთი ე.წ. ვერის საძმოს წევრი, გივი მარგველაშვილი, იგივე "გიჩოა". მეორე დაჭრილი პირი შემთხვევითი გამვლელია, რომელიც სროლის მომენტში მაღაზიიდან გამოდიოდა. სროლას წინ ხმაური და გარჩევა უძღოდა. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ე.წ. გარჩევის შემდეგ "გიჩოს" მისამართით გაისროლეს, რა დროსაც მარგველაშვილის დაცვის წევრმა, საპასუხო გასროლა განახორციელა. 

რაც შეეხება მოკლულს, ის 40 წლამდე კაცია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. გარჩევის შემდეგ "გიჩოს" მისამართით გაისროლეს, რა დროსაც მარგველაშვილის დაცვის წევრმა, საპასუხო გასროლა განახორციელა. 

პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. გოგებაშვილის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სროლა ორმხრივი იყო და მათ რვამდე გასროლის ხმა გაიგეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics