19:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 09:34:02, 1489 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 18 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 15 ჩამოაგდეს

რუსები უკრაინას თავს დაესხნენ 9 Ту-95-ის ტიპის თვითმფრინავით, მურმანსკის ოლქიდან, ხოლო ორი Ту-160 ტიპის თვითმფრინავით კასპიის ზღვის რეგიონიდან,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს. 

ზალუჟნის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს, 18 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 15 ჩამოაგდეს.

"დაახლოებით, 02:30 საათზე, რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას სტრატეგიული ავიაციის ცხრა Ту-95-ის თვითმფრინავით ოლენეგორსკის ტერიტორიიდან და ორი Ту-160-ის თვითმფრინავით - კასპიის ზღვის რეგიონიდან",- წერს ზალუჟნი.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დღეს, გამთენიისას უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics