19:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 16:45:58, 1000 ნახვა

სამართალი
სასამართლომ აჭარის ტელევიზიიდან მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიიდან მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ცნობით, სასამართლომ რეხვიაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან გადაცემა "ჰეშთეგი", რომლის წამყვანიც იყო, რამდენიმე თვის წინ დაიხურა. 

სასამართლომ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის საკომპენსაციოდ, მოსარჩელეს 5 000 ლარი მიაკუთვნა.

"სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევდა მალხაზ რეხვიაშვილის შრომით უფლებებს და მის გამოხატვის თავისუფლებას. გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი კი -  მის მიერ პირად სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები, სრულად დაცული იყო გამოხატვის თავისუფლებით, არ არსებობდა ამ  უფლების შეზღუდვის საფუძვლები.

გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია და განამტკიცებს შრომითი უფლებების დაცვის, გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობას, ხაზს უსვამს ჟურნალისტის პროფესიული დამოუკიდებლობის არსებით მნიშვნელობას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე", - ნათქვამია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლის საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების წამყვან-რეპორტიორის თანამდებობიდან 2020 წელის 11 მაისს გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც მისი კოლეგის, ამავე მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა თურმანიძის ეთერიდან უსაფუძვლო ჩამოშორების ფაქტის კრიტიკულ შეფასებებს ეხებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics