20:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 23:06:35, 1533 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მაქსიმალური ერთიანობა და ეფექტურობა გვაქვს, ვაახლოებთ გამარჯვებას

მაქსიმალური ერთიანობა და ეფექტურობა გვაქვს, ვაახლოებთ გამარჯვებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა მოუთმენლად ელის პარტნიორების მხრიდან დაპირებული იარაღის მიღებას, მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების მზადება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ქმედებები ბრძოლის ველზე იქნება ძლიერი.

„ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორების მიერ დაპირებული იარაღის მიწოდებას. მაქსიმალურად ვაახლოებთ გამარჯვებას. მაქსიმალური ერთიანობა გვაქვს. მაქსიმალური ეფექტურობა. მომზადებაც უმაღლესი დონისაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს, 13 აპრილს ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის საბრძოლო მასალის გამოყოფას მხარი დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics