17:16 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 14:43:54, 1481 ნახვა

რეგიონი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამა იწყება

ღვინის ეროვნული სააგენტო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კადასტრის მნიშვნელობაზე და პროგრამის დეტალებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრას ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს.

ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს მოიცავს, დარგვის თარიღს და ვენახის მდგომარეობას.

მუნიციპალიტეტის მხრიდან პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართვის სრული მზადყოფნა გამოითქვა.

ვენახების კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics