20:22 - 28 May, 2026
|
2023-04-11 13:21:32, 1836 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს [ვიდეო]
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ადგილობრივი ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა. "აღდგომის წინა დღეს რუსეთის არმიამ ხერსონის ეკლესია დაბომბა. ღამით, რუსეთის არტილერიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარს დაარტყა. დაბომბვის შედეგად ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია სახურავი და კედლები",- აცხადებენ ხერსონის ადმინისტრაციაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე 10 აპრილს, ოკუპანტებმა ხერსონის საავადმყოფოს, მუზეუმსა და ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)