20:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 12:10:54, 1488 ნახვა

ომი უკრაინაში
ბელგოროდის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით დრონი დაეცა

რუსეთში ბელგოროდის ოლქში დაუდგენელი დრონი ჩამოვარდა აეროპორტის ტერიტორიაზე და აფეთქდა. - ინფორმაცია დაადასტურა, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-მ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.

შუხოვის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის დარტყმის შესახებ მანამდე სატელეგრაფო არხები Baza და Shot წერდნენ. მათივე ინფორმაციით, დრონის  ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობით დაეცა და აფეთქდა, რამაც აეროპორტის ღობე და სასიგნალო კაბელი დააზიანა.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და დაშავებული არ არის. ოფიციალურად, ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აეროპორტმა შეწყვიტა სამოქალაქო ფრენების მიღება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics