|
2023-03-29 19:14:17, 1599 ნახვა
კომენტარი
პატრუშევი - რუსეთი მათი მცველია ვინც დახმარებას სთხოვს, თავად რუსეთმა აშშ, სულ მცირე, ორჯერ გადაარჩინა
რუსეთი ისტორიულად ნებისმიერი ხალხის, ვინც დახმარებას სთხოვს, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის მცველია, რუსეთმა თავად აშშ, სულ მცირე, ორჯერ გადაარჩინა, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მრავალსაუკუნოვანი კულტურა სულიერებას, თანაგრძნობასა და მოწყალებას ეფუძვნება, მაგრამ ამ სიტუაციაში შეერთებული შტატებისთვის დახმარება, რომ მათ მთლიანობა შეინარჩუნონ, შეუსაბამოა. "ჩვენი მრავალსაუკონოვანი კულტურა ეფუძნება სულიერებას, თანაგრძნობასა და მოწყალებას. რუსეთი ისტორიულად ნებისმიერი ხალხის, ვინც დახმარებას სთხოვს, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის მცველია. თავად აშშ, სულ მცირე, ორჯერ გადაარჩინა - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და სამოქალაქო ომის დროს. მაგრამ, ჩემი აზრით, ამჯერად შტატებისთვის დახმარება, შეინარჩუნონ მთლიანობა, შეუსაბამო იქნება", - განაცხადა პატრუშევმა.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)