|
2023-03-28 22:39:00, 1336 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა მოსახლეობას და ქალაქის ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიაყენა - ვიდეო
ბათუმში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა მოსახლეობას და ქალაქის ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიაყენა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, სახლებს სახურავები გადახადა და დააზიანა მსუბუქი ავტომობილები. საგანგებო სიტუაციის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად ათეულობით შეტყობინება მისდით, მათი თანამშრომლები კი, ყველა შემთხვევაზე ახდენენ შესაბამის რეაგირებას. "ძლიერმა ქარმა ბათუმის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შექმნა. სკვერებში, პარკებსა და ქუჩებში ხეები წაიქცა. წააქცია ავტობუსის მოსაცდელიც. გამწვანების სამსახური სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. რამდენიმე მისამართზე სახურავების გადახდის ფაქტებიც დაფიქსირდა, ადგილზე მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან, ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ", - აცხადებენ ბათუმის მერიაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)