01:10 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 18:30:04, 1570 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტს ვიზიტისას ფრონტის შესაბამის უბნებზე ოპერატიული ვითარების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფის ინფორმაცია მიეწოდა.

ზელენსკიმ ჯარისკაცებს ჯანმრთელობა უსურვა და გაწეული გმირობისთვის ბოგდან ხმელნიცკის ჯილდოები გადასცა.

"მე მაქვს პატივი, დღეს აქ ვიყო და ყველას მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი შვილების დაცვისთვის... ყველას გამარჯვებას ვუსურვებ. იცხოვრეთ და იბრძოლეთ. თქვენნაირ ადამიანებთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics