|
2023-03-22 17:29:12, 1541 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის წევრებს სერტიფიკატები გადასცა
შუახევის მერია, მოსწავლე-ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს აფინანსებს, რომელსაც შუახევის რესურსცენტრი ახორციელებს. შუახევის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერის, ომარ ტაკიძის ინიციატივით, მიმდინარე წელს გაიზარდა ფინანსური მხარდაჭერა. "მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას, ჩართულობის გაზრდას სხვადასხვა ღონისძიებებში, მოყვარულთა კლუბებსა და საგნობრივ კონკურსებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში. შუახევის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის რესურსცენტრის ინიციატივით გასულ წელს შეიქმნა, მხატვრული ლიტერატურისა და ინგლისური ენის მოყვარულთა კლუბი, რომელიც აქტიურად აგრძელებს კლუბურ საქმიანობას. დღეს, მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა მუნიციპალური კლუბის წევრები და პედაგოგები, აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. სერტიფიკატები ახალგაზრდებს, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ, ედუარდ გოგრაჭაძესთან ერთად გადასცა. მან ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და მხარდაჭერას დაჰპირდა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში", - ნათქვამია შუახევის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)