01:22 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 21:20:41, 1355 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - რუსეთი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს, თუ დასავლეთი ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას დაიწყებს

რუსეთი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს, თუ კოლექტიური დასავლეთი ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას დაიწყებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელედა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ურანით აღჭურვილი ჭურვების მიწოდებას გეგმავს.

პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ, თუ ეს დადასტურდა, რუსეთი იძულებული იქნება შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

„დღეს ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უფროსის მოადგილის მეშვეობით გამოაცხადა უკრაინისთვის არა მხოლოდ ტანკების, არამედ გაღარიბებული ურანის ჭურვების მიწოდება. როგორც ჩანს, დასავლეთმა მართლაც გადაწყვიტა რუსეთთან ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე არა სიტყვით, არამედ საქმით“, - განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics