21:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 17:39:33, 1523 ნახვა

რეგიონი
ამბროლაურის პროკურატურის წარმომადგენლებმა, კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ამბროლაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ამბროლაურსა და ონში ადგილობრივ მოსახლეობასთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები  გამართეს.

შეხვედრაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის" დახმარებით ჩატარდა, პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, სქესობრივი დანაშაულებისა და ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზების და გენდერული სტერეოტიპების განხილვას.

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით  მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics