|
2023-03-20 15:44:37, 1324 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალები - უახლოეს მომავალში, ავდეევკა, შესაძლოა მეორე ბახმუტად იქცეს
უახლოეს მომავალში, ავდეევკა, შესაძლოა მეორე ბახმუტად იქცეს,- ამის შესახებ ხერსონის ქალაქ ტავრიისკის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერის, ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მტერი გამუდმებით ცდილობს ავდეევკას ალყაში მოქცევას. ქალაქს ერთი და იგივე „დესანტიდან“ უტევს. ხოლო ბოლო სამი დღის განმავლობაში „უკანასკნელ რეზერვებს“ იყენებენ. "მტერი ახლა გამუდმებით ცდილობს ავდეევკას ალყაში მოქცევას. ვეთანხმები ჩემს კოლეგებს ბრიტანეთიდან, რომ მალე ავდეევკა, შესაძლოა, მეორე ბახმუტად იქცეს - ეს ასეა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ რუსული ქვედანაყოფები, რომლებიც ამ მიმართულებით უტევენ, ყველაფერი ასე კარგად არ არის", - თქვა დმიტრაშკოვსკიმ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 165 610-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)