|
2023-03-15 17:43:05, 1466 ნახვა
რეგიონი
კასპის საფეხბურთო სკოლას კლუბ "დინამო თბილისის" აკადემია სტუმრობდა
წელს კასპში, "დინამო თბილისის" აკადემიის მიერ პროგრამის - "საფეხბურთო ყურადღება რეგიონებს" ფარგლებში ერთი სავარჯიშო ჯგუფი გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე, რეგიონის კურატორი პაატა მეტრეველი და მენეჯერი გია ისიანი ჯგუფის ვარჯიშს დაესწრნენ, მოგვიანებით კი მწვრთნელებს - შავლეგ მაჭარაშვილსა და ნიკა ლეკვეიშვილს გადამზადების სპეციალური კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. შეხვედრას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი დაესწრნენ. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მერია ყოველთვის მზადაა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)