|
2023-03-06 00:05:05, 1739 ნახვა
კომენტარი
Tbilisi Open Air „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - ამ სამარცხვინო ადამიანებმა თავიანთი ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ
მხოლოდ სიკეთისგან და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილ ადამიანებს თუ მოუვათ თავში ამგვარი კანონის შემოღება და თანაც იმ ქვეყანაში, რომელმაც თავისუფლებისთვის ამდენი იბრძოლა და მისი ფასი ყველაზე უკეთ იცის, - ასე გამოეხმაურა მუსიკალური ფესტივალი, Tbilisi Open Air, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ "უცხოური აგენტების" კანონპროექტს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავისუფლება არის უპირველესი ღირებულება, რომელიც დღესდღეობით სერიოზული საფრთხის წინაშეა, აქედან გამომდინარე, სამარცხვინო ადამიანებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ჩანაფიქრები განახორციელონ. "წელს Tbilisi Open Air 14 წლის გახდება. ცხადია, ეს ძალიან მცირე მონაკვეთია იმ დროსთან შედარებით, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ თავისუფლებისათვის ბრძოლაში აქვს გატარებული. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდამტეხი პერიოდია იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც ჩვენთან ერთად გაიზარდნენ და ისევ იმავე ბრძოლაში მყოფი ქვეყნის ახლა უკვე სრულწლოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. თავისუფლება ჩვენი ფესტივალის უპირველესი ღირებულებაა და ეს მხოლოდ ცარიელი სლოგანი არ არის. დღეს ეს ღირებულებები, რომლებმაც ასე გაგვაერთიანა და დაგვაახლოვა სერიოზული საფრთხის წინაშეა. მხოლოდ სიკეთისგან და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილ ადამიანებს თუ მოუვათ თავში ამგვარი კანონის შემოღება და თანაც იმ ქვეყანაში, რომელმაც თავისუფლებისთვის ამდენი იბრძოლა და მისი ფასი ყველაზე უკეთ იცის. ჩვენ და თქვენ, ვინც ეს ფესტივალი ერთად ავაშენეთ, ვიცით, რომ შენება ძნელია და დანგრევა ადვილი - ამისდა მიუხედავად, ჩვენ ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს და დაგვინგრევს. ამ სამარცხვინო ადამიანებმა თავიანთი ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ და ვერც განახორციელებენ. #მუსიკაათავისუფლებს #არარუსულკანონს", - ნათქვამია განცხადებაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)