|
2023-03-06 17:25:41, 1532 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მთელმა მსოფლიომ ნათლად იცის, რა სისასტიკე და ბოროტება შეუძლია რუსეთს, ჩვენ დავიცავთ უკრაინას გამარჯვებამდე
მთელმა მსოფლიომ ნათლად იცის, რა სისასტიკე და ბოროტება შეუძლია რუსეთს. და თან დაინახა, რა შეუძლია უკრაინას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა არ შეშინდება და ყოველთვის დაიცავს მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებს, იქამდე სანამ, უკრაინა გამარჯვებას არ იზეიმებს. "ყოველი ჩვენგანისთვის არ არსებობს უცხო ქალაქები, სოფლები, ქუჩები. ყველა ქალაქი მშობლიურია. ყველა სოფელი მშობლიურია. ყველა ქუჩა მშობლიურია. მაშინაც კი, თუ ცხოვრებაში იქ არასდროს ვყოფილვართ. ვოლნოვახა, ჰოსტომელი, მარიუპოლი, ხარკივი, ხერსონი, ჩერნიგოვი. ერთი წელი გავიდა, რაც ეს ქალაქები გმირი ქალაქები გახდნენ. დაუმარცხებლობის სიმბოლოები. გამძლეობისა და შეუდრეკლობის მაგალითები. მთელმა მსოფლიომ ნათლად იცის, რა სისასტიკე და ბოროტება შეუძლია რუსეთს. და თან დაინახა, რა შეუძლია უკრაინას. ჩვენ ერთმანეთისთვის ვდგავართ. ყოველთვის. არ შეგვეშინდება, არ გავტყდებით და არ დავნებდებით. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ლურჯსა და ყვითელს. გამარჯვებამდე", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)