|
2023-03-03 13:32:13, 1481 ნახვა
ომი უკრაინაში
CNN - რუსეთმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე წამების ქსელი შექმნა
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე წამების სულ მცირე 20 ქსელი შექმნეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება უკრაინელ და საერთაშორისო იურისტებზე დაყრდნობით იტყობინება, წამების ქსელი რუსული სტრატეგიის ნაწილია და მიზნად უკრაინული იდენტობის განადგურებას ისახავს. „დაკავების ცენტრები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ისინი ქცევის იდენტურ გზას მიჰყვებიან“, - უთხრა საერთაშორისო გამომძიებლების მობილური გუნდის თანამშრომლების ხელმძღვანელმა, ვეინ ჯორდაშმა CNN-ს.
ჯორდაშის თქმით, რუსეთი მიჰყვება წამების კონკრეტულ გეგმას, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება. ”პირველი ეტაპი, ფაქტობრივად, არის დაკავება და ხშირ შემთხვევაში, იმ ადამიანთა მოკვლა, რომლებიც ”ლიდერებად ” მიიჩნევიან. მეორე ეტაპი არის ერთგვარი ფილტრაციის პროცესი. მოსახლეობა, რომელიც პატიმრობის ცენტრების მიღმა რჩება, ან ნებისმიერი სახის წინააღმდეგობის ორგანიზებაში შეიძლება იყოს ჩართული, მუდმივ მონიტორინგს და ფილტრაციას ექვემდებარება. იდენტიფიცირების შემდეგ, აგზავნიან რუსეთში ან დაკავების ცენტრებში ტოვებენ და აწამებენ. მესამე ეტაპი უკრაინული იდენტობის განადგურებაა", - ამბობს ჯორდაში.
მისი განმარტებით, აღნიშნული მეთოდები გამოიყენებოდა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ რეგიონებში - ბუჩაში, ბოროდიანკაში, თუმცა ხანგრძილივი ოკუპაციიდან გამომდინარე, რუსები "ყველაზე შორს" ხერსონში წავიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)