22:23 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 00:04:58, 1533 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა

დღეს რომ საუბრობდნენ  სამარცხვინოდ, პაოლო იაშვილს და ტიციან ტაბიძეს იხსენებდნენ და ამ ადამიანებს, ჩვენს საამაყო წინაპრებს, მართლა გმირებს, სამოქალაქო გმირებიც იყვნენ და შემოქმედებაშიც და ყველაფერში გმირები იყვნენ. ამათ უტოლებენ ბაია პატარაიას და გიგა მაქარაშვილს ეს ხომ სირცხვილია, ეს ხომ სახეში შეფურთხებაა ქართველი ხალხისთვის და ქართული ისტორიისთვის - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” საუბრისას განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტების განხილვისას განვითარებული მოვლენებით ნათელი გახდა, რომ დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოება თავს მოხვეული ტერმინია. 

"დღეს რომ უსტვენდნენ, პარლამენტში ვინც იყო შემოსული, მაღალი მატერიებით ხომ ლაპარაკობდნენ ვითომ სამოქალაქო საზოგადოება? - ესეც თავს მოხვეული ტერმინია, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. სამოქალაქო საზოგადოება სადაც ბუნებრივად ყალიბდება და არა ასე თავს მოხვეული მახინჯი  მეთოდებით, იქ სამოქალაქო საზოგადოება იქმნება აბსოლუტურად ჯანსაღი პროცსესის საფუძველზე. მაგალითად, მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის დასაწყისი რომ გავიხსენოთ: ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი - ესენი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოება“ - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მიზანმიმართული კამპანიაა და იდენტობის წაშლის მცდელობას ემსახურება.

„სირცხვილი და სულში ჩაფურთხებაა ქართველებისთვის, როცა ერთ დონეზე აყენებ ტიციან ტაბძეს, მართლა გმირს, თან შემოქმედს, გენიალურ ადამიანს და აქეთ ბაია პატარაიას, ეს არის ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება და ეს არ უნდა „გავატაროთ“ ჩვენ. ამას როგორც კი „გაატარებ“, შენი იდენტობა, რასაც ებრძვიან, იქ დამთავრდება. როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა. ეს არის სირცხვილი, ეს უნდათ ზუსტად - შენი იდენტობის წაშლა - ეს არის მიზანმიმართული პროცესია და ამიტომ მიდის მთელი ეს კამპანია.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics