02:10 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 14:54:03, 1464 ნახვა

ომი უკრაინაში
„დაასრულეთ ეს ომი“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა G20-ის სამიტზე სერგეი ლავროვს მიმართა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბურბოკმა G20-ის სამიტის შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიმართა.

ანალენა ბურბოკმა რუსი კოლეგა G20-ის მუშაობის პარალიზებაში დაადანაშაულა და მოუწოდა, რომ დაასრულოს უკრაინაში მიმდინარე ომი. 

"ჩვენ გვჯერა მულტილატერალიზმის. დაასრულეთ ეს ომი, შეწყვიტეთ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა", - უთხრა ბურბოკმა შეხვედრაზე მყოფ ლავროვს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ G20-ის ქვეყნების ფინანსური ლიდერების შეხვედრა გაიმართა. მედიაში ცნობილი გახდა, რომ სამიტის მასპინძელმა ინდოეთმა უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვაზე , რათა თავიდან აეცილებინა დებატები და კონფლიქტი.

G20-ის შეხვედრა დასრულდა ერთობლივი განცხადების გარეშე, თუმცა აშშ ამტკიცებდა, რომ ერთობლივი განცხადება შეიცავდა მოსკოვის ქმედებების პირდაპირ დაგმობას, მაგრამ რუსეთი და ჩინეთი  წინააღმდეგი იყვნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics