|
2023-03-01 12:18:28, 1233 ნახვა
სამართალი
სარფში ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის მ.უ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 6 კილოგრამი ვერცხლის ზოდები, ასევე ოქროს მონეტები/ოქროს ნაკეთობები ( საერთო წონით 6 261 გრამი ), ცეცხლსასროლი იარაღი 2 ცალი მჭიდით და 113 ცალი ვაზნა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ავტომობილის საბარგულში მალულად ჰქონდა განთავსებული. შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 47 090 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)