|
2023-02-28 16:22:31, 1385 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია უნგრეთსა და დანიაში განხორციელდა
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება. რეგიონის ტურისტული პროდუქტები და სერვისები უნგრეთისა და დანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე იყო წარმოდგენილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კუროტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში უნგრელ და დანიელ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს გასცნობოდნენ და საქართველოში მოგზაურობის შესახებ მიეღოთ ინფორმაცია. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უნგრეთსა და დანიაში საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, მედიისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორის, იყო შეხვედრები უნგრეთის ტურიზმის ასოციაციის ფონდის პრეზიდენტთან, wizzair-ის, budapest time-ის, dailynews-ის, hungary-ის, უნგრეთის აეროპორტისა და სხვადასხვა წამყვანი მარკეტინგულ კომპანიების წარმომადგენლებთან. დეპარტამენტი საერთაშორისო ღონისძიებებზე ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)