|
2023-02-27 09:22:14, 1538 ნახვა
ომი უკრაინაში
საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის შემდეგ, ისტორიაში პირველად საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდი უკრაინაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი ავრცელებს. საუდის არაბეთის პრინცს უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობის, ასევე მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "დიდი მადლობა, რომ მხარს უჭერთ უკრაინაში მშვიდობას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის",- განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, შეხვედრაზე ხელი ორ დოკუმენტს მოეწერა და საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარით დაეხმარება, საიდანაც 100 მლნ ჰუმანიტარულ დახმარებას, 300 კი ნავთობპროდუქტებს მოხმარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)