|
2023-02-24 11:50:01, 1824 ნახვა
ომი უკრაინაში
ლაიენი უკრაინელებს - ევროკავშირში თქვენი ადგილისთვის იბრძვით - ჩვენ თქვენთან ვართ
თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროკავშირში თქვენი ადგილისთვის, - ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით იქნება იქამდე, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. "რუსეთის სასტიკი აგრესიის ერთი წელი. თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროკავშირში თქვენი ადგილისთვის. ჩვენ თქვენთან ვართ, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება",- წერს დონ ფერ ლაიენი. ერთი წლის წინ - 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო და უკრაინაში შეჭრას „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)