|
2023-02-23 16:26:37, 1375 ნახვა
ომი უკრაინაში
ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს გადასცემს
ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს გადასცემს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის, მიკო სავოლას განცხადებით, უკრაინას ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე მხარდაჭერა კვლავ სჭირდება. "24 თებერვალს რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება და უკრაინას თავდაცვაში მხარდაჭერა კვლავ სჭირდება. ჩვენ გავგზავნით მეტ თავდაცვის ტექნიკას", - განაცხადა სავოლამ. როგორც Reuters-ი წერს, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ იანვარში თქვა, რომ ფინეთი საბრძოლო ტანკების ევროპულ შემოწირულებაში მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა ქვეყნის წვლილი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოკრძალებული იქნებოდა. "ფინეთის წილი ტანკებში, რომელიც უკრაინას უნდა გადასცეს, ვერ იქნება დიდად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს აღმოსავლეთის გრძელი საზღვარი, რომელიც უნდა დავიცვათ - ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ნატო-ს წევრები და არ შეგვიძლია, საკუთარ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა", - თქვა სავოლამ. აღსანიშნავია, რომ ფინეთს, რომელსაც რუსეთის ფედერაციასთან 1 300-კილომეტრიანი საზღვარი აქვს, 200-ზე ნაკლები Leopard 2 აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)